სიმონ ჯანაშია
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1900
1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო ამავე უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1941-47 წ.წ. ასრულებდა მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობას. 1943 წელს არჩეულ იქნა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ჯანაშიას სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო ქართველი ერისა და იბერიულ-კავკასიური ხალხების ეთნოგენეზისი; იგი იკვლევდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოსა და კავკასიაში ფეოდალიზმის დაფუძნება, ძველი საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, კოლხეთისა და იბერიის სამეფოების ისტორია, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. ს. ჯანაშია არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის 10 მონოგრაფიის) ავტორი. 1940-იან წლებში ჯანაშია იყო მცხეთასა და არმაზში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი. გარდაიცვალა 1947 წელს თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
შრომები
- შრომები. ტ. 1, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1949.
- შრომები. ტ. 2, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1952.
- შრომები. ტ. 3, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1959.
- შრომები. ტ. 4, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1968.
- შრომები. ტ. 5, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1987.
- შრომები. ტ. 6, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1988.
- არაბობა საქართველოში, ტფ.: დაუსწ. პედ. ინ-ტის გამ-ბა, 1936.
- საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 19 საუკუნის დამდეგამდე, თბ.: 1943.
- საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1937.
- ფეოდალური რევოლუცია საქართველოში. ნარკვევი ფეოდალიზმის წარმოშობის ისტორიიდან საქართველოში, ტფ.: თსუ გამომცემლობა, 1935.
- ქართლის ცხოვრების ძველი და ახალი ფურცლები, თბ.: სსსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1942.
- ცხოვრებაი საბა ასურისაი, ტფ.: 1925.
- საქართველოს ისტორია. ნაწილი 1, თბ.: 1946.